მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კაილ უოკერმა მანჩესტერ სიტის დატოვება მოითხოვა.
"ორი დღის წინ კაილმა მოითხოვა სხვა ვარიანტების მოძებნა, რათა უცხოეთში ითამაშოს და თავისი კარიერა იქ დაასრულოს." - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.
ესპანელს მოთამაშის საუდის არაბეთში გადასვლაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: "ამაზე არაფერი ვიცი".
Telegraph-ის ინფორმაციით კი მილანმა მოლაპარაკებები გახსნა ინგლისელი მარჯვენა მცველის ტრანსფერთან დაკავშირებით. 34 წლის უოკერს სიტის დატოვება იანვარშივე სურს. ჯერ შეთანხმებული არაფერია, თუმცა იტალიელებმა გარიგების დეტალები მოითხოვეს.
კაილ უოკერი მანჩესტერ სიტის 2017 წელს ტოტენჰემიდან შეუერთდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად 6 პრემიერ ლიგა, 4 კარაბაოს თასი, 2 FA თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები