მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში ასტონ ვილა ვულვზს დაუპირისპირდება.
ასტონ ვილა - ვულვზი (21:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ასტონ ვილას მცველი მეტი ქეში სანაკრებო შეკრების დროს მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე კვირა იუქმებს.
გუნდს უბრუნდება ჯეიკობ რემზი, ჯონ მაკგინი კი სამმატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის.
ვულვზის თავდამსხმელი მატეუშ კუნია ტრავმის გამო გამოტოვებული 6 მატჩის შემდეგ განაცხადში იქნება.
ბელეგარდი, დოუსონი, ნეტუ და ჰვანი ვერ შეძლებენ თამაშს.
ასტონ ვილა
ასტონ ვილამ პრემიერ ლიგაში სახლში გამართული ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო, იმდენი რამდენიც უნაი ემერის პირველ 23 მატჩში.
გუნდს მხოლოდ ერთი გამარჯვება აკლია შარშანდელი სეზონის შედეგის გამეორებამდე (18).
შესაძლოა ვილამ სახლში ზედიზედ 6 მატჩში გაუშვას მინიმუმ 2 გოლი, რაც კლუბის რეკორდის გამეორება იქნება.
ოლი უოტკინსმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 26 გოლში მიიღო მონაწილეობა (16 გოლი, 10 საგოლე გადაცემა), მას 1 საგოლე მოქმედება აკლია დუაით იორკის საკლუბო რეკორდის გამეორებამდე, რომელმაც 1995-96 წლებში 17 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლეონ ბაილის აქტივში ამ სეზონში ვილა პარკზე ჩატარებულ 13 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
უნაი ემერის პრემიერ ლიგაში ბოლო 6 მატჩი ვულვზისთვის არ მოუგია (4 ფრე, 2 წაგება).
ვულვზი
ვულვზმა პრემიერ ლიგაში ბოლო 6 შეხვედრიდან 4 მოიგო, 2 კი წააგო.
გარი ო'ნილის გუნდმა შობის შემდეგ 22 ქულა მოიპოვა, რითიც მხოლოდ მანჩესტერ სიტის, ლივერპულსა და არსენალს ჩამორჩება.
გუნდი ბოლო 10 მატჩში, რომელშიც ანგარიში გახსნა, დაუმარცხებელია (8 მოგება, 2 ფრე).
ბოლო 5 შემთხვევაში, როცა ვულვზი პრემიერ ლიგაში ტოპ 5-ის გუნდს შეხვდა, 3 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება).
ვულვზი ერთადერთი გუნდი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, რომელსაც ამ სეზონში საჯარიმოს გარედან გოლი არ გაუტანია.
გუნდის მეკარე ჟოზე სა პრემიერ ლიგაში მე-100 მატჩს ჩაატარებს.
ურთიერთშეხვედრები
ასტონ ვილას პრემიერ ლიგაში ვულვზისთვის 6 მატჩია არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება).
ვულვზმა ვილა პარკზე ბოლო 8 პრემიერლიგური ვიზიტიდან მხოლოდ 1 წააგო (4 ფრე, 3 მოგება).
სავარაუდო შემადგენლობები:
ასტონ ვილა - მარტინესი; კონსა, კარლოსი, ტორესი, მორენო; ბიალი, ტილემანსი, ლუიზი, ძანიოლო; დიაბი; უოტკინსი.
ვულვზი - სა; კილმანი, დოუსონი, ტოტი; სემედუ, გომეში, დოილი, ლემინა, აიტ-ნური; სარაბია, ფრეიზერი.
მატჩის მთავარი არბიტრი პოლ ტირნი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში იმსაჯა. მან მოთამაშეებს ჯამში 60 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 4 პენალტი დანიშნა.
კომენტარები
4 დღის წინ
11 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ