უიმბლდონის პირველივე წრეში კინაღამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია ვიხილეთ.
ქვიზი: როგორ იცნობ უიმბლდონის ისტორიას?
ბოლო ორი წლის ჩემპიონი, კარლოს ალკარასი პირველ მატჩში იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდა, რომელიც ამ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას ასრულებს.
თამაში 4 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა და ალკარასის ხუთ სეტში მოპოვებული გამარჯვებით დასრულდა - 7:5 6:7 7:6 2:6 6:1.
ბოლო სეტში, როცა ალკარასი 3:0 იგებდა, ტრიბუნაზე გულშემატკივრის შეუძლოდ გახდომის გამო თამაში 15 წუთზე მეტით შეჩერდა, თუმცა განახლების შემდეგ ესპანელმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და დამაჯერებელი ანგარიშით შეძლო გამარჯვების მოპოვება.
ამ გამარჯვებით კარლიტოსი ზედიზედ მესამე უიმბლდონისკენ გზას აგრძელებს, ფონინი კი უიმბლდონს სამუდამოდ დაემშვიდობა.