NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩიკაგო ბულსს დაუპირისპირდა და 142-130 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 51 ქულა, 10 მოხსნა, 9 ასისტი.
ეს სლოვენიელი მოთამაშისთვის ლეიკერსის შემადგენლობაში პირველი 50-ქულიანი მატჩია.
66 შეხვედრაში მოპოვებული 41 გამარჯვებით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ოკლაჰომა სიტი თანდერსა და სან ანტონი სპურსს ჩამორჩება.