VIDEO: ბოლო წამების დრამა - ორლანდომ ლეიკერსს 1 ქულით მოუგო
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსი ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბულ გამოდგა და ქულა ქულაში მიდიოდა, საბოლოოდ კი შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და ორლანდომ 109-110 იმარჯვა.
გადამწყვეტი ბურთი თამაშის დასრულებამდე 7 წამით ადრე ვენდელ კარტერტმა ჩააგდო, რომელმაც საბოლოოდ 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ლეიკერსს ბოლო სროლის შანსი მიეცა, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა პოტენციური გეიმ-ვინერი გააფუჭა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში პაოლო ბანჩერომ ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 36 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, რომელმაც ბოლო 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში ითამაშა.
57 მატჩში მოპოვებული 31 მოგებით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, ლეიკერსი კი 34 გამარჯვებით დასავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს.