VIDEO: სენსაცია მიჩიგანში - გოგას ორლანდომ დეტროიტთან მოედნის უპირატესობა მოიპოვა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, აღმოსავლეთ კონფერენციის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, დეტროიტ პისტონსი სტუმრად დაამარცხა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა - 112:101.
პისტონსმა აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეჯიქი პლეი-ოფში ბოლო, მე-8 განთესვით მოხვდა.
დეტროიტელთა ლიდერ კეიდ კანინგემს 39 ქულა, 5 მოხნა, 4 ასისტი ჰქონდა (კანინგემისთვის, საპლეიოფო მატჩში ყველაზე მაღალი ქულათა მაჩვენებელია), ორლანდოს მხარეს კი რამდენიმე კალათბურთელი გამოირჩა - პაოლო ბანკერო (23 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი), ფრანც ვაგნერი (19 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი), დესმონდ ბეინი (17 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი), ვენდელ კარტერი (17 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი) და ჯეილენ საგსი (16 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი).
რაც შეეხება გოგას, მან 11:16 წუთი ითამაშა - 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი. ასევე, 2 ბლოკიც ჰქონდა. მისი მოედანზე ყოფნისას, მეჯიქმა მეტოქეზე 9 ქულით ნაკლები ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ დეტროიტმა პლეი-ოფში ზედიზედ მე-11 საშინაო მატჩი წააგო, რაც NBA-ის ყველა დროის ანტირეკორდია. ეს სერია 2008 წლიდან მოყოლებული გრძელდება.
პისტონსი პლეი-ოფის პირველ რაუნდს სწორედ 2008 წლის შემდეგ ვერ ცდება, ხოლო ორლანდო ამის გაკეთებას 2010 წლის შემდეგ ვერ ახერხებს.
ფლორიდელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ, მეორე თამაში კვლავ მიჩიგანში გაიმართება - 23 აპრილის 03:00 საათზე.