NBA-ის პლეი-ინის დასრულების შემდეგ პლეიოფის ყველა წყვილი გაირკვა.
დასავლეთ კონფერენცია
ოკლაჰომა სიტი თანდერი - ფინიქს სანსი
ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ჰიუსტონ როკეტსი
სან ანტონიო სპურსი - პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
დენვერ ნაგეტსი - მინესოტა ტიმბერვულვზი
აღმოსავლეთ კონფერენცია
დეტროიტ პისტონსი - ორლანდო მეჯიქი
კლივლენდ კავალიერსი - ტორონტო რეპტორსი
ბოსტონ სელტიკსი - ფილადელფია სევენთისიქსერსი
ნიუ იორკ ნიქსი - ატლანტა ჰოუქსი
აღსანიშნავია, რომ პლეიოფში ორივე ქართველი ითამაშებს. გოგა ბითაძის ორლანდო დეტროიტს დაუპირისპირდება, სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო კი კლივლენდს შეხვდება.
პლეიოფის ეტაპი სტარტს დღეს, 18 აპრილს, სწორედ ტორონტოსა და კლივლენდის მატჩით აიღებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.