VIDEO: ორლანდომ წააგო - პლეიოფისთვის ბრძოლა გრძელდება
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეი-ინის მატჩში ფილადელფია სევენთისიქსერსი ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა და 109-97 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ტაირეს მაქსიმ ულიდერა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა, ორლანდოდან კი გამორჩეული დესმონდ ბეინი იყო 34 ქულით.
პარკეტზე 15 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რომელმაც 2 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
ამ მოგებით ფილადელფიამ პლეიოფის საგზური მოიპოვა, სადაც ბოსტონ სელტიკსს შეხვდება, ორლანდო კი, მარცხის მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებს და პლეი-ინის გადამწყვეტ ეტაპზე შარლოტ ჰორნეს დაუპირისპირდება.