VIDEO: ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი - გოგას მაგარი სტატისტიკა 16 წუთში
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი NBA-ის ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა. მისმა ორლანდო მეჯიქმა სტუმრად ჩიკაგო ბულზს 24-ქულიანი სხვაობით აჯობა - 127:103.
მეჯიქის რიგებში ყველაზე შედეგიანად ფრანც ვაგნერმა (25 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი) და ჯამალ კაინმა (20 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი) ითამაშეს, მათ შემდეგ კი გუნდში საუკეთესო სწორედ გოგა გახლდათ, თანაც მკვეთრად ლიმიტირებულ დროში.
ქართველმა კვლავ ცვლილებიდან ითამაშა და პარკეტზე 16:37 წუთი გაატარა - 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, ფლორიდელებს 15 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი შეჰმატა.
ჯამალ მოზლის გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო, სეზონში 45-ე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის ექვსეულში მოხვედრის შანსი რეგულარულის ბოლო შეხვედრამდე შეინარჩუნა - სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსსაც 45 მოგება აქვს.
მეჯიქი რეგულარულს დაასრულებს ბოსტონში, სადაც ადგილობრივ სელტიქსს 13 აპრილის 02:00 საათიდან დაუპირისპირდება. ბოსტონელებს, რომელთაც კონფერენციის მე-2 ადგილი განაღდებული აქვთ, ჯეისონ ტეიტუმი არ ეყოლებათ, საეჭვოა ჯეილენ ბრაუნის თამაშიც.