VIDEO: სეზონში მე-2 ორმაგი დუბლი - გოგა მინესოტასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძემ NBA-ის მიმდინარე რეგულარულში თავისთვის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ორლანდო მეჯიქმა მინესოტა ტიმბერვულვზს 132:120 მოუგო.
ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მინესოტელთა ლიდერ, ტერენს შენონი გახლდათ, ორლანდოს მხარეს კი პაოლო ბანკერო (20 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი), დესმონდ ბეინი (18 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი) და ფრანც ვაგნერი (17 ქულა, 2 ასისტი) გამოირჩნენ. მათ შემდეგ საუკეთესო შედეგი სწორედ ქართველს ჰქონდა.
გოგა მატჩში ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 15 მოხსნა (8 შეტევაში), 6 ასისტი. თანაც, ეს სტატისტიკა მხოლოდ 21:44 წუთში. 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ასევე, მისი მოედანზე ყოფნისას, მეჯიქი 21 ქულით წინ გავიდა, რაც მხოლოდ დესმონდ ბეინის მაჩვენებელს ჩამორჩებოდა - 22.
ბითაძემ მიმდინარე სეზონში - მეორე, ხოლო NBA-ის კარიერაში 25-ე ორმაგი დუბლი შეასრულა. 11 იანვარს ნიუ ორლეანს პელიკანსთან ჰქონდა, იქამდე კი 2025-ის მარტში - საკრამენტო კინგსთან.
მეჯიქმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა, 80 თამაშში 44 გამარჯვება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის ექვსეულს გაუთანაბრდა, თუმცა მე-6 პოზიციაზე მყოფ სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსს 36 მოგება 79 შეხვედრაში აქვს.
ფლორიდელებს სათამაშო კიდევ 2 მატჩი აქვთ და ორივე გასვლაზე - ჯერ თავიანთივე კონფერენციის მე-12 ადგილოსან, ტრავმებიან ჩიკაგო ბულსს შეხვდებიან (11 აპრილის 04:00), შემდეგ კი მე-2 ადგილოსან ბოსტონ სელტიქსს (13 აპრილის 02:00).