ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ლივერპული დაამარცხა.
მატჩი გამორჩეული იმით იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ისტორიაში პირველად, ერთმანეთს ორი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი დაუპირისპირდნენ.
VIDEO: რა გოლიიიიიი! - კვარამ მამარდას ულამაზესი რეიდის შემდეგ გაუტანა
ეს პირველი დუელი ცალსახად კვარას გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეორე ტაიმში საოცარი გოლიც გაიტანა და uefa-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
რაც შეეხება მამარდას — ქართველმა მეკარემ თავისი გუნდი 4-ჯერ იხსნა და თუ საპასუხო მატჩის წინ ლივერპულს კიდევ რაიმეს შანსი აქვს, სწორედ გიორგის დამსახურებაა.
გამოცემა SofaScore-სგან მამარდამ 6.9 შეფასება დაიმსახურა, კვარამ კი 9.0 და uefa-ს მსგავსად, ამ გამოცემის ვერსიითაც მატჩის საუკეთესო სწორედ ხვიჩა გახდა.