• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ბარსას საკვანძო ფეხბურთელი განმეორებით მატჩს გამოტოვებს
ფეხბურთიფეხბურთი

ბარსას საკვანძო ფეხბურთელი განმეორებით მატჩს გამოტოვებს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბარსელონას ამოცანა, გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, კიდევ უფრო გართულდა ატლეტიკო მადრიდთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ. ჰანსი ფლიკის გუნდი მეოთხედფინალის პირველ მატჩში, ნოუ კამპზე, ლა ლიგის მეტოქესთან დამარცხდა.


VIDEO: ატლეტიკომ 10-კაციან ბარსას კამპ ნოუზე მოუგო და 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა


ხულიან ალვარესმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო ალექსანდრ სერლოტმა სტუმრების უპირატესობა გააორმაგა.

ალვარესის გოლს საფუძვლად ბარსელონას მცველის, პაუ კუბარსის შეცდომა დაედო. მან ჯულიანო სიმეონე წააქცია, როდესაც ატლეტიკოს ვინგერი კარისკენ მიიწევდა. თავდაპირველად მსაჯმა, იშტვან კოვაჩმა, კუბარსის ყვითელი ბარათი აჩვენა, თუმცა VAR-ის ჩარევის შემდეგ, ეპიზოდი მონიტორზე გადაამოწმა და მცველს ბარათი გაუწითლა.

ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მცველი, რომელიც ლა მასიას აკადემიიდან გამოჩენის შემდეგ დაცვის ხაზის შეუცვლელი წევრი გახდა, მომავალ კვირას ესტადიო მეტროპოლიტანოზე გასამართ განმეორებით მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ეს დიდი დარტყმაა ფლიკისთვის, რომელმაც ამ შეხვედრაში რონალდ არაუხოს ნაცვლად მარტინს ანდო ადგილი სასტარტოში (ურუგვაელი სკამზე დარჩა). გერმანელმა სპეციალისტმა შესვენებაზე სისტემის შეცვლა სცადა - მოედნიდან რობერტ ლევანდოვსკი და კაპიტნის სამკლაურით მოთამაშე პედრი გაიყვანა, მათ ნაცვლად კი გავი და ფერმინ ლოპესი ჩართო თამაშში.

შედეგად, მანჩესტერ სიტის ყოფილი მცველი ერიკ გარსია, რომელმაც მატჩი ნახევარდაცვაში დაიწყო, დაცვის ცენტრში გადავიდა, გავიმ და ფერმინმა შუა ხაზი დაიკავეს, ხოლო მარკუს რაშფორდი შეტევის წინა ხაზზე აიწია.

ბარსელონა არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც დანაკლისი ექნება. განმეორებით შეხვედრას ატლეტიკოს ცენტრალური მცველი მარკ პუბილიც გამოტოვებს. მან ტრავმირებული დავიდ ჰანცკო შეცვალა, ყვითელი ბარათი მიიღო და ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომდევნო მატჩში ვერ ითამაშებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
ჰანსი ფლიკი
კუბარსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მარსელო მესისა და რონალდუსთან დაპირისპირებებს იხსენებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარსელო მესისა და რონალდუსთან დაპირისპირებებს იხსენებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯერარდი: „ლივერპული უსუსური იყო, პარიზში სრული დომინაცია ვიხილეთ“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯერარდი: „ლივერპული უსუსური იყო, პარიზში სრული დომინაცია ვიხილეთ“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიამ და პსჟ-მ ლივერპული უფსკრულის პირას დააყენეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიამ და პსჟ-მ ლივერპული უფსკრულის პირას დააყენეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლამინ იამალი მარტო ვერაფერს გახდა: კოშმარი კამპ ნოუზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლამინ იამალი მარტო ვერაფერს გახდა: კოშმარი კამპ ნოუზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

მარსელო მესისა და რონალდუსთან დაპირისპირებებს იხსენებს

News image

1 სთ წინ

ჯერარდი: „ლივერპული უსუსური იყო, პარიზში სრული დომინაცია ვიხილეთ“

News image

1 სთ წინ

კვარაცხელიამ და პსჟ-მ ლივერპული უფსკრულის პირას დააყენეს

News image

1 სთ წინ

ლამინ იამალი მარტო ვერაფერს გახდა: კოშმარი კამპ ნოუზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება