მარსელო ვიეირა, რომელმაც რეალ მადრიდი შემადგენლობაში 546 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 25 ტიტული მოიგო, კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. იქ ის კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ თამაშობდა, თუმცა მოედანზე მისი მეტოქეც ყოფილა.
ამავდროულად, მას არაერთხელ მოუწია ლიონელ მესისთან დაპირისპირება როგორც ბარსელონაში, ისე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგაც.
როდესაც ჰკითხეს: „შენ დაუპირისპირდი კრიშტიანუს და მესის, მაგრამ მათ შორის რომლის წინააღმდეგ თამაში იყო უფრო რთული?“, მარსელომ თითქმის დაუფიქრებლად 38 წლის არგენტინელი აირჩია, რომლის წინააღმდეგაც 30-ზე მეტჯერ უთამაშია:
მესი ნამდვილად საშინელი მეტოქე იყო. წყეულიმც იყოს, მას დღემდე დავეძებ მოედანზე. მეგობარო, ის მართლაც ფანტასტიკურია. მესისთან თამაში ძალიან რთულია. ის მოედანზე ყველა პოზიციას ძალიან კარგად გრძნობს. მან წინასწარ იცის, საით წავა ბურთით მოთამაშე, სად უნდა გაიხსნას და როგორ დაუსხლტეს მცველს. ვფიქრობ, ის არაორდინალურია.
მიუხედავად მოედანზე არსებული სირთულეებისა, მარსელომ არაერთხელ აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხატოვანი დაპირისპირების (ბარსელონა vs რეალ მადრიდი) მონაწილეებს შორის ყოველთვის დიდი პატივისცემა სუფევდა.