ლა ლიგის მე-13 ტურში ბარსელონამ ვილიარეალი 3:2 დაამარცხა.
ყვითელი წყალქვეშა ნავი ორი სწრაფი გოლის დამსახურებით პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, თუმცა შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა თავისი გუნდის საგოლე კომბინაციებში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია.
საბოლოოდ, ჟორჟმა მინდორზე 86 წუთი გაატარა, შემდეგ კი ადგილი თანაგუნდელ სანტიაგო მოურინიოს დაუთმო.
მოედანზე გატარებულ 86 წუთში მიქაუტაძემ ნაკრებიდან გაყოლილი ცუდი ფორმა კამპ ნოუზეც გააგრძელა და კარში ერთხელაც არ დაურტყამს, სულ 13 პასი შეასრულა (11 ზუსტი), ბურთს 21-ჯერ შეეხო და ერთი ჯარიმა მოიპოვა.
გამოცემა SofaScore-მა მიქაუტაძეს ამ მატჩისთვის 6.7 შეფასება დაუწერა.