ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა და მცველმა რონალდ არაუხომ, ატლეტიკოსთან პირველ 1/4 ფინალში განცდილი მარცხი (0:2) შეაფასეს.
არაუხო:
„მათ მოედანზე თამაში რთულია, თუმცა თუ ვინმეს ამ ვითარებაში სიტუაციის გამოსწორება შეუძლია — ეს ჩვენ ვართ. დადებითად უნდა ვიფიქროთ. მადრიდში ჩავალთ და შევეცდებით ყველაფერი შევცვალოთ."
ფლიკი:
„0:2 წავაგეთ თუმცა ძალიან კარგი შანსები გვქონდა. მეტოქემ კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ.
საკუთარი თავის გვჯერა. მეორე ნახევარში კაცნაკლულებიც კი კარგად გამოვიყურებოდით. ატლეტიკო შეტევაში ძალიან ძლიერია და მათ წინააღმდეგ თავის დაცვა ადვილი არ ყოფილა, თუმცა ამ მატჩის მოსაგები შანსები გვქონდა."
საპასუხო მატჩი მადრიდში 14 აპრილს გაიმართება.