ატლეტიკოს შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, ბარსელონასთან პირველ 1/4 ფინალში მოპოვებული გასვლითი გამარჯვება (2:0) შეაფასა.
„ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი და სასწავლი. გამარჯვებით გახარებულები ვართ, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია და ნახევარფინალამდე ჯერ ძალიან შორია.
სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, თავდაჯერებულები ვიყოთ, მაგრამ გონებით მხოლოდ საფეხბურთო მინდორზე.
ხულიანი ძალიან კარგად თამაშობს. მას გუნდის ლიდერობა შეუძლია და იმედი მაქვს, ფინალამდე გაგვიყვანს.
კამპ ნოუსთან ბარსელონაში თამაშის დროიდან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშრებს. აქ თამაში მაბედნიერებს, რადგან ჩემთვის ეს საოცარი გამოცდილება იყო." — ციტირებს გრიზმანის სიტყვებს უეფას ვებ-გვერდი.