VIDEO: წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა - მეცმა წააგო და ურთულეს მდგომარეობაშია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი წიტაიშვილმა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ მარსელს გასვლით შეხვედრაში გაუტანა. მისმა მეცმა 1:3 წააგო.
მარსელი, რომელიც სამეულისთვის იბრძვის, 2:0-ს იგებდა, როცა წიტაიშვილმა ლამაზი სოლო რეიდი წამოიწყო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
ქართველი ფეხბურთელისთვის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-5 საგოლე მოქმედებაა - 3 გოლი, 2 ასისტი. მარსელის გარდა, პსჟ-სა და ბრესტს გაუტანა, ხოლო საგოლე პასი პარიზთან და ტულუზთან შეასრულა.
წიტაიშვილის გარდა, არ უთამაშიათ მეცის დანარჩენ ქართველებს - გიორგი ქვილითაიამაც და გიორგი აბუაშვილმაც მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარეს.
მეცი ურთულეს მდგომარეობაშია - ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, დასარჩენ ზონას 12 ქულით ჩამორჩება, პლეი-აუტის მომტან მე-16 ადგილთან კი სხვაობა 8 ქულა აქვს, თანაც ოსერს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ქართველების გუნდი მომდევნო ტურში, 19 აპრილს, მე-12 ადგილოსან პარიზს უმასპინძლებს.