საქართველოს წყალბურთის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-2 დივიზიონის 1/4 ფინალში, უკრაინის ნაკრებს დღეს შეხვდება.
ჩვენმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ, 1/8 ფინალში თურქეთს 7-ბურთიანი სხვაობით მოუგო და მთავარ სანაკრებო ტურნირზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ნაკრები მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატის სუპერ ფინალის საგზურის მისაღებად საუკეთესო 2 გუნდში მოხვედრა სჭირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის 8-გუნდიანი სუპერ ფინალი, 22-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, მასპინძელი ავსტრალიისა და უკვე ნახსენები მე-2 დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდის გარდა, 1-ელი დივიზიონის 5 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებთა შეხვედრა 17:00 საათიდან დაიწყება.
დამაჯერებლად მოიგეს! - ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციოს 1/4 ფინალში გავიდა
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია