საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-2 დივიზიონის 1/8 ფინალში, თურქეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა - 19:12.
ჩვენმა გუნდმა პირველი მეოთხედი 2-ბურთიანი სხვაობით წააგო, რის შემდეგაც სრული უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს სამივე მეოთხედში აჯობა და 1/4 ფინალის საგზური მიიღო.
რევაზ ჩომახიძის შეგირდების შემდეგი მოწინააღმდეგე გაირკვევა 1/8 ფინალურ მატჩში, რომელშიც კანადისა (ჯგუფში მე-2 ადგილი) და უკრაინის (მე-15) ნაკრებები შეხვდებიან. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-10 პოზიცია დაიკავა. 1/4 ფინალური მატჩი 11 აპრილს ჩატარდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ნაკრები მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატის სუპერ ფინალის საგზურის მისაღებად საუკეთესო 2 გუნდში მოხვედრა სჭირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის 8-გუნდიანი სუპერ ფინალი, 22-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, მასპინძელი ავსტრალიისა და უკვე ნახსენები მე-2 დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდის გარდა, 1-ელი დივიზიონის 5 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
არის პლეი-ოფი! - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციოს ჯგუფიდან გავიდა
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია