საქართველოს წყალბურთის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-2 დივიზიონის 1/8 ფინალში, თურქეთის ნაკრებს დღეს შეხვდება.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე თურქებთან უკვე ითამაშა და, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 16:17 დამარცხდა, რის შემდეგაც ბრაზილიასა და სლოვენიას მოუგო და პლეი-ოფში ასე მოხვდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ნაკრები მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატის სუპერ ფინალის საგზურის მისაღებად საუკეთესო 2 გუნდში მოხვედრა სჭირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის 8-გუნდიანი სუპერ ფინალი, 22-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, მასპინძელი ავსტრალიისა და უკვე ნახსენები მე-2 დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდის გარდა, 1-ელი დივიზიონის 5 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა შეხვედრა 12:00 საათიდან დაიწყება.
არის პლეი-ოფი! - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციოს ჯგუფიდან გავიდა
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია