VIDEO: დიდი ნაბიჯი 1/2 ფინალისკენ - აზაროვის შახტარმა ალკმაარი გაანადგურა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირაკლი აზაროვის შახტარმა, ევროპა კონფერენს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ნიდერლანდურ ალკმაარს 3:0 მოუგო.
თამაშის დიდი ნაწილი მეტ-ნაკლებად თანაბრად მიდიოდა, თუმცა არდა თურანის გუნდმა ბოლო 20 წუთში მეტოქეს 3 გოლი გაუტანა და საპასუხო შეხვედრისთვის დიდი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში პედრინიომ გახსნა, რასაც ალისონის დუბლი მოჰყვა.
აზაროვი, რომელმაც უქმეებზე შახტარის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, სათადარიგოთა შორის იყო და ამჯერად მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 16 აპრილს, ალკმაარში ჩატარდება. გამარჯვებული 1/2 ფინალში კრისტალ პალასი-ფიორენტინას წყვილში უკეთესზე გადის - საშინაო შეხვედრა ინგლისელებმაც 3:0 მოიგეს.