საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მორაგბე, ლუკა შულაია ფრანგულ კლუბში გადასვლას უახლოვდება.
სოციალური მედია FreeRugby-ის ინფორმაციით, შულაიას წარმომადგენლებსა და ტოპ 14-ის კლუბ ბაიოანას ხელმძღვანელობას შორის დასკვნითი დეტალები თანხმდება და საქმის პოზიტიურად დასრულების ალბათობა მაღალია.
თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით დასრულდა, 17 წლის შულაია ფრანგულ კლუბს მომავალი სეზონიდან შეუერთდება და მასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ნიჭიერი მორაგბე, რომელიც კლუბ ლელო-ს ასაკობრივ გუნდში თამაშობს, ამჟამად, საქართველოს ნაკრებთან ერთად, 6 ერის ფესტივალზე იმყოფება და საფრანგეთთან მატჩისას ლელო დადო.