პრემიერ ლიგის პირველ ტურში თომას ფრანკის ტოტენჰემმა ჩემპიონატის ახალწვეული ბარნლი გაანადგურა.
შეხვედრა ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
დუბლი რიჩარლისონმა შეასრულა, განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გამოუვიდა, კიდევ ერთი გოლი კი ბრენდან ჯონსონმა შეაგდო.
ორი საგოლე პასით გამოიჩინა თავი ტოტენჰემის ახალწვეულმა კუდუსმაც.
1:0 რიჩარლისონი 10'
2:0 რიჩარლისონი 60"
3:0 ჯონსონი 66'