ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში ასტონ ვილამ ვილა პარკზე ნიუკასლი მიიღო.
სეზონის გამხსნელი უხვგოლიანი თამაშის შემდეგ, რომელიც ლივერპულსა და ბორნმუთს შორის გაიმართა (4-2), ასტონ ვილამ და ნიუკასლმა უგოლო ფრე დააფიქსირეს.
VIDEO: ლივერპულმა პრემიერ ლიგა უხვგოლიან მატჩში გამარჯვებით დაიწყო
ვილა პარკზე პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველი წითელი ბარათი ვიხილეთ. 66-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ეზრი კონსა გააძევა.
ბირმინგემელთა მცველმა ერთი ერთზე გასული ენტონი გორდონი წააქცია, რაც ბოლო იმედის ჯარიმად შეფასდა და მსაჯს პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენება მოუწია.
პრემიერ ლიგაში დღეს კიდევ 4 მატჩი გაიმართება.
ბრაიტონი - ფულემი (18:00)
სანდერლენდი - ვესტ ჰემი (18:00)
ტოტენჰემი - ბარნლი (18:00)
ვულვზი - მანჩესტერ სიტი (20:30)