VIDEO: ლივერპულმა პრემიერ ლიგა უხვგოლიან მატჩში გამარჯვებით დაიწყო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ბორნმუთი დაამარცხა.
შეხვედრა ენფილდზე გაიმართა და სლოტის გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
ეკიტიკეს და გაკპოს გოლებით 49-ე წუთისთვის ლივერპული 2:0-ს იგებდა, თუმცა იქამდე ერთი სკანდალური ეპიზოდიც დაფიქსირდა, როცა მატჩი სტუმართა ფეხბურთელის, ანტუან სემენიოს მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო, რამდენიმე წუთით შეწყდა.
მასპინძელთა ქომაგების მხრიდან შეურაცხყოფას სემენიომ დუბლით უპასუხა და მატჩში ვითარება დაძაბა.
თუმცა, ბოლო ათ წუთში ლივერპულმა კიდევ ორი გოლი გაიტანა - თავი ცვლილებაზე შემოსულმა ფედერიკო კიეზამ და მოჰამედ სალაჰმა გამოიჩინეს.
ლივერპულმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და პირველი 3 ქულა დააგროვა.
გიორგი მამარდაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.