ლივერპულის ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა პარმას მცველი ჯოვანი ლეონი დაიმატა.
18 წლის მცველმა პრემიერ ლიგის ჩემპიონ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლეონიმ სერია ა-ს გასულ სეზონში პარმას შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.
ლივერპულმა იტალიურ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადა.
"ეს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. შეუძლებელი იყო ლივერპულისთვის უარის თქმა. ძალიან ბედნიერი ვარ" - განაცხადა ლეონიმ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.