ბაიერნის შემტევი კინგსლი კომანი კარიერას ალ ნასრში გააგრძელებს.
კლუბებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ფაბრიციო რომანო ადასტურებს. ალ ნასრი 29 წლის ფრანგის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
როგორც გერმანული Bild იტყობინება, კომანის მოყვანას კრიშტიანუ რონალდუ ძალიან ემხრობოდა და მუდმივად იმეორებდა, რომ მასთან ერთად სურს თამაში. ამან ერ-რიადის კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერის საჭიროებაში საბოლოოდ დაარწმუნა.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ალ ნასრი ტრანსფერს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაადასტურებს.
საფრანგეთის ნაკრების შემტევი ალ ნასრთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.