მილანმა მარჯვენა მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
20 წლის შვეიცარიელი მცველი ზაკარი ათეკამე კარიერას იანგ ბოიზიდან მილანში გააგრძელებს.
ფეხბურთელმა მილანთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არსებული ინფორმაციით, იანგ ბოიზმა ათეკამეს სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო და შემდეგი გაყიდვიდან 10% ეკუთვნის.