რომა და მანჩესტერ იუნაიტედი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელმა რომაულ კლუბში გადასვლაზე თავისი თანხმობა განაცხადა.
რომამ მანჩესტერს ოფიციალური შეთავაზება გუშინ გაუკეთა - იჯარა და 20 მილიონ ფუნტად გამოსყიდვის ვალდებულება. ამ ეტაპზე, ეს საუკეთესო შეთავაზებაა, რომელიც იუნაიტედმა სანჩოს თაობაზე მიიღო.
თავად სანჩო, თავის მხრივ, რომასთან ხელფასზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.