პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონური დერბი შედგა.
ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე კრისტალ პალასს უმასპინძლა და ვერ მოუგო - შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
მარესკას გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლთან ახლოს რამდენჯერმე სტუმრებიც იყვნენ.
საბოლოოდ, შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა და ჩელსიმ ახალი სეზონი პირდაპირ ქულების დაკარგვით დაიწყო.