პრემიერ ლიგაში არსენალის მაისურით ვიქტორ გიოკერეშის დებიუტი შედგა.
VIDEO: კალაფიორის გოლმა პირველი ტურის ცენტრალური მატჩის ბედი გადაწყვიტა
მანჩესტერთან მატჩში შვედმა ფორვარდმა სასტარტოში მოხვდა და მოედანზე 60 წუთი გაატარა.
გიოკერეშმა მოედანი გოლისა და შექმნილი საგოლე მომენტის გარეშე დატოვა.
საინტერესოა, რომ ვიქტორისთვის ეს 5 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა მან ჩემპიონატის პირველ ტურში ვერ მოახერხა გოლის გატანა.
წინა 4 სეზონის სტარტზე გიოკერეში ქოვენთრისთან ერთად ჩემპიონშიფში და სპორტინგთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონატში პირველ ტურში ახერხებდა გოლების გატანას.