• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ალკარასი და საბალენკა წინ მიიწევენ - მათი მეტოქეებიც გაირკვა
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: ალკარასი და საბალენკა წინ მიიწევენ - მათი მეტოქეებიც გაირკვა

07 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

აშშ-ის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა კარლოს ალკარასმა ტრავმის შემდეგ დაბრუნების პერიოდში თავისი ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.


ესპანელმა ტომი პოლი სამ სეტში დაამარცხა და მეოთხედფინალში ბენ შელტონს შეხვდება. ქალთა შორის ტურნირის ორგზის მოქმედმა ჩემპიონმა არინა საბალენკამაც გააგრძელა ასპარეზობა და საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის უიმბლდონის გამარჯვებულ ლინდა ნოსკოვას დაუპირისპირდება.


მეორე ნომრად განთესილი ალკარასი, რომელიც აპრილში მარჯვენა მაჯის ტრავმის მიღების შემდეგ პირველ ტურნირს ატარებს, თავის საუკეთესო ფორმასთან გაცილებით ახლოს გამოჩნდა და მე-20 ნომრად განთესილი ამერიკელი ტომი პოლი 6:4, 6:3, 6:4 დაამარცხა.


პოლი ესპანელისთვის მიმდინარე ტურნირზე აქამდე ყველაზე რთულ მეტოქედ ითვლებოდა.


„ჩემი თამაში ვითამაშე“, - განაცხადა ალკარასმა, რომელმაც 2 საათსა და 20 წუთში 33 ვინერი შეასრულა, კორტზე შესანიშნავად გადაადგილდებოდა და პოლს თითქმის ყველა მცდელობა ჩაუშალა.


ტომი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. მისი დარტყმები საკმაოდ სახიფათოა და ზოგჯერ ძალიან რთულია ბურთის კონტროლი, როდესაც ის შენკენ მოდის. უბრალოდ ვცდილობდი, ბრძოლისთვის მზად ვყოფილიყავი და მუდმივად აგრესიულად მეთამაშა.


დაძაბულ პირველ სეტში ალკარასმა პირველი ბრეიკი ბოლო გეიმში შეასრულა და ამის შემდეგ შეხვედრას მთლიანად აკონტროლებდა. მეორე სეტში პოლის მოწოდება ორჯერ აიღო, მესამეში კი კიდევ ერთი ადრეული ბრეიკი შეასრულა.


ალკარასმა მატჩი რთულ გეიმში დაასრულა, რომელშიც ორი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა. მეორე ბრეიკ-პოინტზე მან ეფექტური ფორჰენდის ვოლეი შეასრულა, შემდეგ კი კიდევ ერთი ფორჰენდის ვინერით ერთადერთი საჭირო მატჩ-პოინტი მოიპოვა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.



ბენ შელტონს პირველი 3 მატჩიდან თითოეულის მოსაგებად 4 სეტი დასჭირდა, თუმცა სტეფანოს ციციპასთან გაცილებით მაღალი დონის თამაში აჩვენა და მსოფლიოს ყოფილი მე-3 ჩოგანი 6:2, 6:3, 6:4 გაანადგურა. შეხვედრა საათსა და 52 წუთს გაგრძელდა.


ამერიკელმა, რომელმაც აგვისტოში შესანიშნავად ითამაშა და ATP-ის მონრეალის მასტერსიც მოიგო, 12 ეისი შეასრულა და მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა.


„დასაწყისიდან ბოლომდე სრულყოფილი მატჩი ჩავატარე“, - თქვა შელტონმა.


5 თვე რომ არ ითამაშო და შემდეგ ამ ტურნირზე ის გააკეთო, რასაც მან აქამდე აკეთებს, ზეადამიანური შედეგია. ვფიქრობ, სამშაბათ საღამოს ნამდვილი ფოიერვერკი გველოდება.



არინა საბალენკამ კი აშშ-ის ღია პირველობის ზედიზედ მესამედ მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ამერიკელი ტეილორ ტაუნსენდი 6:4, 6:3 დაამარცხა.


ბელარუსს, რომლის მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსიც ნიუ-იორკში საფრთხის ქვეშაა, მრავალფეროვანი სტილის მქონე ტაუნსენდის წინააღმდეგ მთელი მონდომების გამოვლენა დასჭირდა.


ამერიკელის მძლავრმა მიღებებმა და ბადესთან კარგმა თამაშმა საბალენკას პირველ სეტში სერიოზული პრობლემები შეუქმნა, შეხვედრა ზედიზედ 5 ბრეიკით დაიწყო.


საბოლოოდ საბალენკას სტაბილური ძალისმიერი და ზუსტი თამაში მეტოქისთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდა. მეორე სეტში 1:3 ჩამორჩენის შემდეგ მან ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და შეხვედრაც დაასრულა.


„უბრალოდ ვცდილობდი, საკუთარ თავზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული და არა მხოლოდ ქულიდან ქულამდე, არამედ თითოეულ ბურთზე მეფიქრა“, - განაცხადა საბალენკამ.



მეოთხედფინალში მას რთული შეხვედრა ელის მსოფლიოს მე-6 ჩოგან, ჩეხ ლინდა ნოსკოვასთან, რომელმაც უკრაინელი მარტა კოსტიუკი დაძაბულ ბრძოლაში 7:5, 5:7, 6:4 დაამარცხა.


ნოსკოვას გამარჯვებისთვის 6 მატჩ-პოინტი დასჭირდა, მეორე სეტში ორი შესაძლებლობის გამოყენება ვერ მოახერხა.


„დიდ შვებას ვგრძნობ. ეს მატჩი ძალიან რთული იყო, უფრო მეტად ემოციურად, ვიდრე ფიზიკურად“, - თქვა ნოსკოვამ.



ამერიკელმა ფრენსის ტიაფომ, რომელიც მე-11 ნომრადაა განთესილი და ფლაშინგ მედოუზზე ნახევარფინალში უკვე ორჯერ გასულა, მეოთხედფინალის საგზური ყოფილი ჩემპიონის, დანიილ მედვედევის დამარცხებით მოიპოვა - 7:6 (7:1), 6:4, 7:6 (8:6).


„დიდებული მატჩი იყო. კარგად ვითამაშე მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო“, - განაცხადა ტიაფომ.



მომდევნო ეტაპზე ის თანამემამულე ალექს მიკელსენს შეხვდება, რომელმაც არგენტინელი ტომას მარტინ ეჩევერი 7:6 (8:6), 6:4, 6:4 დაამარცხა.


ქალთა ტურნირზე ამერიკელთა წარმატება მესამე ნომრად განთესილმა ჯესიკა პეგულამაც გააგრძელა. პეგულა ერთ-ერთია იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც ნიუ-იორკში საბალენკას რეიტინგის პირველ ადგილზე ჩანაცვლება შეუძლიათ.


ამერიკელმა მეოთხედფინალში რუმინელი სორანა კირსტეას 6:3, 6:4 მოუგო და საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის თანამემამულე ემა ნავაროს დაუპირისპირდება, რომელმაც ანა კალინსკაია 6:4, 6:2 დაამარცხა.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალკარასი
აშშ-ის ღია პირველობა
საბალენკა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

US Open-ის ყოფილ ჩემპიონს უაილდ ქარდი გადაეცა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

US Open-ის ყოფილ ჩემპიონს უაილდ ქარდი გადაეცა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: US Open-ის შერეულ წყვილთა ტურნირი ჩეხურმა დუეტმა მოიგო

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: US Open-ის შერეულ წყვილთა ტურნირი ჩეხურმა დუეტმა მოიგო
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: 4 თვის შემდეგ - კარლოს ალკარასი გამარჯვებით დაბრუნდა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: 4 თვის შემდეგ - კარლოს ალკარასი გამარჯვებით დაბრუნდა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

როგორი წყვილები მივიღეთ US Open-ის 1/16 ფინალში?

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

როგორი წყვილები მივიღეთ US Open-ის 1/16 ფინალში?
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

26 აგვ, 2026

US Open-ის ყოფილ ჩემპიონს უაილდ ქარდი გადაეცა

News image

27 აგვ, 2026

VIDEO: US Open-ის შერეულ წყვილთა ტურნირი ჩეხურმა დუეტმა მოიგო

News image

01 სექ, 2026

VIDEO: 4 თვის შემდეგ - კარლოს ალკარასი გამარჯვებით დაბრუნდა

News image

04 სექ, 2026

როგორი წყვილები მივიღეთ US Open-ის 1/16 ფინალში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება