იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ვინ გახდება ჩემპიონი? - ტურინში ფინალური წყვილი გაირკვა
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: ვინ გახდება ჩემპიონი? - ტურინში ფინალური წყვილი გაირკვა

15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კარლოს ალკარასმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და ტურინში მიმდინარე ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გავიდა.


ესპანელმა ჩოგბურთელმა შაბათს, ნახევარფინალურ შეხვედრაში, პირველი სეტის წაგების შემდეგ ბენ შელტონთან მატჩის შემოტრიალება მოახერხა და ამერიკელი ანგარიშით 3:6, 6:3, 7:6(1) დაამარცხა.


ტურინის „ინალპი არენაზე“, სავსე ტრიბუნების წინ გამართულ დაძაბულ შეხვედრაში, რომელიც 2 საათსა და 1 წუთს გაგრძელდა, ალკარასი თამაშის მიმდინარეობისას სულ უფრო უმატებდა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.


მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი მე-2 სეტიდან დარტყმებს გაცილებით ზუსტად ასრულებდა. გადამწყვეტ მომენტებში მან კიდევ ერთხელ გამოავლინა მნიშვნელოვანი მატჩებისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური სიმტკიცე.


ამ გამარჯვებით ალკარასმა ზედიზედ მოგებული შეხვედრების სერია 13-მდე გაზარდა. ამასთან, ესპანელი მიმდინარე წელს დახურულ კორტებზე დაუმარცხებელია, მის ანგარიშზე 14 გამარჯვება და არცერთი მარცხია.


ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ალკარასის მეტოქე ალექსანდერ ზვერევი იქნება.


გერმანელმა ჩოგბურთელმა შაბათს გამართულ მეორე ნახევარფინალში დანიილ მედვედევი დაამარცხა და პრესტიჟული, სეზონის დამაგვირგვინებელი ტურნირის ფინალში მე-2 ნომრად განთესილ კარლოს ალკარასთან დაპირისპირების უფლება მოიპოვა.


ტურნირის პირველ ნომრად განთესილ ზვერევს ტურინში მიმდინარე კვირის განმავლობაში სეტი ჯერ არ წაუგია. მან ეს სერია მედვედევთანაც გააგრძელა და კარგად ნაცნობ მეტოქეს 2 სეტში, ანგარიშით 7:6(0), 6:4 სძლია.


ეს გერმანელი ჩოგბურთელისთვის მიმდინარე სეზონში 69-ე გამარჯვება იყო, რაც ATP-ის ტურზე საუკეთესო მაჩვენებელია.


მედვედევთან ურთიერთშეხვედრებში ზვერევის ანგარიშზე ახლა 9 გამარჯვება და 14 მარცხია. გერმანელმა რუსი ჩოგბურთელი მათ წინა დაპირისპირებაშიც დაამარცხა, რომელიც 2025 წელს, პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში გაიმართა.


ალკარასისა და ზვერევის ფინალური მატჩი 22 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალკარასი
ზვერევი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: კარიერაში პირველად - ალკარასი პარიზის მასტერსის ჩემპიონია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: კარიერაში პირველად - ალკარასი პარიზის მასტერსის ჩემპიონია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ვინ ითამაშებს ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე?

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ვინ ითამაშებს ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე?
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: ბრძოლა პლეიოფისთვის - რა სიტუაციაა ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე?

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: ბრძოლა პლეიოფისთვის - რა სიტუაციაა ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე?
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

რომელი 4 ჩოგბურთელი აგრძელებს ბრძოლას შემაჯამებელი ტურნირის მოსაგებად?

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

რომელი 4 ჩოგბურთელი აგრძელებს ბრძოლას შემაჯამებელი ტურნირის მოსაგებად?
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

08 ნოე, 2026

VIDEO: კარიერაში პირველად - ალკარასი პარიზის მასტერსის ჩემპიონია

News image

09 ნოე, 2026

ვინ ითამაშებს ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე?

News image

19 ნოე, 2026

VIDEO: ბრძოლა პლეიოფისთვის - რა სიტუაციაა ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე?

News image

21 ნოე, 2026

რომელი 4 ჩოგბურთელი აგრძელებს ბრძოლას შემაჯამებელი ტურნირის მოსაგებად?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება