VIDEO: კარიერაში პირველად - ალკარასი პარიზის მასტერსის ჩემპიონია
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლოს ალკარასმა კარიერაში მასტერსის მე-9 ტიტული მოიპოვა და პარიზის 1000-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.
ესპანელმა ფინალში ამერიკელი ბენ შელტონი 7:6(5), 7:5 დაამარცხა და სეზონის მიწურულს მასთან რევანში აიღო.
სექტემბერში, აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში, შელტონმა ალკარასი 5-სეტიან დრამატულ დაპირისპირებაში დაამარცხა. ეს ესპანელისთვის პირველი ტურნირი იყო მაჯის ტრავმით გამოწვეული 4-თვიანი პაუზის შემდეგ.
მას შემდეგ ალკარასმა ტოკიოსა და ვენის ტურნირები მოიგო, პარიზში კი კიდევ ერთი ტიტული დაისაკუთრა. ფინალში ესპანელმა შელტონის წინააღმდეგ დამაჯერებლად იასპარეზა და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა 4:1-მდე გაზარდა.
ალკარასს ახლა მასტერსის სერიის 9 ტურნირიდან 7 აქვს მოგებული. გარდა ამისა, ის ტურნირების სერიის ისტორიაში (1990 წლიდან) მხოლოდ მე-3 ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც მასტერსის ტიტულის მოპოვება ზედიზედ 5 წლის განმავლობაში შეძლო.
მანამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს ჰქონდათ დაფიქსირებული.
ალკარასის მომდევნო ტურნირი ATP-ის წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი იქნება, რომელსაც ის შესანიშნავ ფორმაში შეხვდება. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ესპანელმა 21 შეხვედრიდან 19 მოიგო.
სეზონის დამაგვირგვინებელი პრესტიჟული ტურნირი ტურინში, 15-22 ნოემბერს გაიმართება.