VIDEO: ბაიერნმა ბერნაბეუზე მოიგო და მიუნხენში უპირატესობით ბრუნდება
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში მადრიდის რეალმა ბერნაბეუზე მიუნხენის ბაიერნი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა ლუის დიასის გოლით მოიგეს, რომელმაც ანგარიში 41-ე წუთზე სერჟ გნაბრის პასის შემდეგ გახსნა.
ბაიერნმა კიდევ ერთი გოლის გატანა მეორე ტაიმის სტარტზევე მოახერხა. სასტვენიდან 20 წამში მაიკლ ოლისეს პასის შემდეგ ჰარი კეინმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
74-ე წუთზე კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გამჭოლ გადაცემას საჯარიმოში კილიან მბაპეს გოლი მოჰყვა, რომელსაც დარტყმული მანუელ ნოიერმა კინაღამ აუღო, თუმცა გერმანელმა თავისი გუნდის გადარჩენა ამ მომენტში ვეღარ შეძლო.
საბოლოოდ რეალისა და ბაიერნის მატჩი 1-2 დასრულდა და ვინსენ კომპანის გუნდი მიუნხენში მინიმალური უპირატესობით ბრუნდება.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ალიანც არენაზე 15 აპრილს გაიმართება.