VIDEO: ბარისა და დოკუს დუბლები - სიტიმ ქულები დაკარგა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ევერტონმა ჰილ დიკინსონის სტადიონზე ჩემპიონობისთვის მებრძოლი მანჩესტერ სიტი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. 43-ე წუთზე ლამაზი გოლით სტუმრები ჟერემი დოკუმ დააწინაურა და ქალაქელებს ტაიმი მოაგებინა.
68-ე წუთზე ტიერნო შეცვლაზე შემოსულმა ტიერნო ბარიმ მარკ გეჰის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე კი ჯეიმს გარნერის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ მასპინძლები წინ ჯეიკ ო'ბრაიენმა გაიყვანა.
81-ე წუთზე ტიერნო ბარიმ უკვე დუბლის შესრულებაც შეძლო და მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა, თუმცა აქედან 2 წუთში ერლინგ ჰალანდმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.
მანჩესტერ სიტი მარცხთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე ჟერემი დოკუმ საჯარიმოს გარედან დარტყმით დუბლი შეასრულა და პეპ გვარდიოლას გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა.
ამ მომენტისთვის ცხრილს 76 ქულით არსენალი ლიდერობს, მანჩესტერ სიტი კი 71 ქულით მე-2 ადგილზეა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. შემდეგ ტურში არტეტას გუნდი ვესტ ჰემს ესტუმრება, გვარდიოლას შეგირდები კი ეტიჰადზე ბრენტფორდს დაუპირისპირდებიან.