VIDEO: ბარსელონა სამჯერ აგებდა, თუმცა მარცხს მაინც გადაურჩა - უხვგოლიანი ფრე ბელგიაში
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საერთო ფაზის მე-4 ტურში ბარსელონამ ბელგიაში ქულები დაკარგა.
ბრიუგესთან გასვლით მატჩში ფლიკის გუნდი სამჯერ აგებდა, თუმცა სამივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ქულა გადაარჩინა - 3:3.
კატალონიელთა რიგებში თითო გოლი ფერან ტორესმა და ლამინ იამალმა გაიტანეს, მესამე გოლზე კი იამალის ჩაწოდებას ცოლისის ავტოგოლი მოჰყვა.
ბოლო წუთებზე ვოიცეხ შესნიმ საკუთარ კართან ბურთი დაკარგა და ბრიუგემ მეოთხე გოლიც შეაგდო, თუმცა მსაჯმა ვიდეორეფერის დახმარებით ამ მომენტში თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და მასპინძელთა გამარჯვების გოლი გააუქმა.
ბარსელონამ 7 ქულა დააგროვა და 4 ტურის შემდეგ ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს, ბრიუგეს კი 4 ქულა დაუგროვდა და გუნდი 22-ზეა.