VIDEO: მორიგი მარცხი - ჟოზეს ბენფიკა ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ქულის გარეშეა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ბენფიკამ საკუთარ მოედანზე ლევერკუზენთან წააგო.
შეხვედრა ესტადიო და ლუჟზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლისაბონელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ბევრად მეტი საგოლე მომენტიც ჰქონდათ, მატჩის ერთადერთი გოლი მაინც სტუმრებმა გაიტანეს და მინიმალური გამარჯვება მოიპოვეს.
4 ტურის შემდეგ ბენფიკა უქულოდ არის - გუნდმა ოთხივე თამაში წააგო, საიდანაც პირველი ბრუნო ლაგეს ხელმძღვანელობით, მომდევნო სამი კი უკვე ჟოზე მოურინიოსთან ერთად.
2 გატანილი და 8 გაშვებული გოლით ბენფიკა 35-ე ადგილზე იმყოფება და ცხრილში მხოლოდ ბოლოადგილოსან აიაქსს უსწრებს, ლევერკუზენი კი 5 ქულით 21-ე პოზიციაზეა.