Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილი ბენფიკას და ევერტონის მოკლე სატრანსფერო სიაშია.
წყაროს ცნობით, ბენფიკა და ევერტონი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სენტ-ეტიენის ქართველი შემტევის დამატებას ეცდებიან.
როგორც წყარო იუწყება, ბენფიკაში ქართველის ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს სურს, როგორც ზაფხულში, ფენერბაჰჩეში. პორტუგალიელების პირველი, 8-მილიონიანი წინადადება ფრანგებმა უკვე უარით გაისტუმრეს.
ჯერ-ჯერობით, ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია ევერტონს. იმედს არ კარგავს და საქმეშია თურქული ბეშიქთაშიც, რომლის 10 და 12-მილიონიანი წინადადებები ზაფხულში სენტ-ეტიენმა უარყო.
სენტ-ეტიენის პასუხი, როგორც ზაფხულში, იგივეა ამ მომენტისთვისაც: ზურიკო, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი 9 გოლით, არ იყიდება.