საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი ოფიციალურად დასრულდა. კლუბი ადასტურებს, რომ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-მა შეიძინა.
სააქციო საზოგადოებამ დინამო ბათუმის 100%-იანი წილი 30 მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო.
სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923, ბიზნესმენ თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით კლუბზე სრულ კონტროლს 2025 წლის 29 დეკემბრიდან იღებს.
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბათუმის დინამოსთან ერთად, ახალ, ძალიან საინტერესო მოგზაურობას ვიწყებ. ჩვენს გულშემატკივართან ერთად, ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს შესასრულებელი.
ჩემთვის, როგორც ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, განსაკუთრებული პატივია, რომ ვარ ამ კლუბის წინსვლისა და მისი მომავლის ნაწილი." - ამბობს თემურ მიქელაძე.