მეცის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი წიტაიშვილი დასახელდა.
ქართველმა ფეხბურთელმა ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში ჟესი დემინგე, გოტიე ენი და ჯონათან ფიშერი დაამარცხა.
გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ის მე-16 ტურში გამოიჩინა თავი და პარი სენ-ჟერმენის კარი აიღო.
მეცის ქართველ ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.