Geo Team-ის ინფორმაციით, დინამო თბილისის ნახევარმცველი თორნიკე მორჩილაძე კარიერას ხორვატიის მოქმედ ჩემპიონ რიეკაში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი ხორვატიაში 6 იანვარს გაფრინდება და კლუბთან 2.5+1 წლიანი სისტემით გააფორმებს კონტრაქტს.
2025 წელს მორჩილაძეს 12 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მან ევროპის ჩემპიონატზე U21 ნაკრებთან ერთადაც იასპარეზა, ახლა კი კარიერას ხორვატიაში გააგრძელებს.
თორნიკე მორჩილაძე დინამო თბილისის აღზრდილია, 2023-24 წლები კი იჯარის წესით თელავში გაატარა.
რიეკა ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩის შემდეგ 24 ქულით მე-5 ადგილზეა და ევროზონას 2 ქულით ჩამორჩება.