უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ჩელსისთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დღეს ძალიან კარგი სამუშაო შევასრულეთ, ჩელსის წინააღმდეგ გავიტანეთ კიდევ 3 გოლი და მოვიგეთ. „ჩელსი ძალიან კარგი იყო; მათ ჩვენს მოედანზე 2 გოლი გაიტანეს.
ვფიქრობ, რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ნახეთ, რომ ყველაფრის მართვა შეგვიძლია; უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ მძიმე მუშაობა. რა თქმა უნდა, 3-გოლიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა... შემდეგ მატჩისთვის მზად ვიქნებით და სრულად მასზე კონცენტრირებულები.
ამბობდნენ, რომ დავიღალეთ? მე არ ვეთანხმები… რადგან ჩვენ პსჟ ვართ! დღეს ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უნდა გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები და უკვე საპასუხო მატჩზე ვიფიქროთ.
10 წუთი იქნება თუ 90 წუთი, მინდა მოედანზე ყველაფერი გავიღო.“ - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
VIDEO: დუბლი და ასისტი ცვლილებიდან 28 წუთში - კვარას ტოპ მატჩი და MVP-ის წოდება ჩელსისთან