მუნდიალისთვის მოსამზადებელ ბოლო ამხანაგურ მატჩში ბრაზილიამ ეგვიპტე 2:1 დაამარცხა.
ბრაზილიელთა რიგებში თავი გოლებით ბრუნო გიმარაეშმა და ენდრიკმა გამოიჩინეს, ეგვიპტელებიდან კი ზიკომ შეძლო გოლის გატანა.
შემდეგ მატჩს სელესაო 14 ივნისს, მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.