-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
ყველაფერი, რაც C ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
D ჯგუფის დრო დადგა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი და არაპროგნოზირებადია. მისი მონაწილეები არიან: მასპინძელი აშშ, პარაგვაი, ავსტრალია და თურქეთი
თანამასპინძელ აშშ-ს 11-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული მუნდიალზე და ამ დრომდე საუკეთესო შედეგი სულ პირველ ტურნირზე, შორეულ 1930 წელს აქვს დაფიქსირებული, როცა მე-3 ადგილი დაიკავა. 1950-დან 1990-მდე გუნდს 40-წლიანი ჩავარდნა ჰქონდა, როცა ტურნირზე საერთოდ ვერ გადიოდა, სამაგიეროდ 1990-დან დღეის ჩათვლით ყველა ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული 2018-ს გარდა.
1930 წლის შემდეგ, როცა როგორც გითხარით გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა, ამერიკელების საუკეთსო შედეგი 1/4 ფინალია, რომელიც გუნდმა 2002 წელს დაამყარა.
წელს მსოფლიოზე ნაკრები ცნობილ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს დიდი იმედებით მიჰყავს, რომ საუკეთესო შედეგს თუ არა, 1/8 ფინალს მაინც ითამაშებს.
აშშ-ის ნაკრები ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში მე-17 ადგილზეა.
მეკარეები: კრის ბრედი (ჩიკაგო ფაიარი), მეტ ფრიზი (ნიუ იორკ სიტი), მეტ ტერნერი (ნიუ ინგლენდ რევოლუშენი)
მცველები: მაქს არფსტენი (კოლუმბუს ქრიუ), სერჟინიო დესტი (პსვ), ალექს ფრიმენი (ვილიარეალი),მარკ მაკკენზი (ტულუზა), ტიმ რიმი (შარლოტი), კრის რიჩარდსი (კრისტალ პალასი), ანტონი რობინსონი (ფულემი), მაილზ რობინსონი (ცინცინატი), ჯო სკალი (გლადბახი),ოსტონ ტრასტი (სელტიკი)
ნახევარმცველები: ტაილერ ადამსი (ბორნმუთი), სებასტიან ბერჰალტერი (ვანკუვერ უაითქეფსი), უესტონ მაკკენი (იუვენტუსი), ჯიო რეინა (გლადბახი), კრისტიან როლდანი (სიეტლ სანდერსი), მალიკ ტილმანი (ლევერკუზენი)
თავდამსხმელები: ბრენდენ აარონსონი (ლიდს იუნაიტედი), ფოლარინ ბალოგუნი (მონაკო),რიკარდო პეპი (პსვ), კრისტიან პულისიჩი (მილანი), ტიმ ვეა (მარსელი), ჰაჯი რაიტი (ქოვენთრი), ალეხანდრო ზენდეგასი (კლუბ ამერიკა)
სამხრეთ ამერიკული გუნდისთვის ეს მუნდიალებზე მე-9 ასპარეზობა იქნება და ამერიკის მსგავსად, გუნდის საუკეთესო შედეგი 1/4 ფინალია, რომელიც მათ 2010 წელს დააფიქსირეს, სადაც მხოლოდ მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან გამოვარდნენ. ვინ იცის, რომ არა იკერ კასილასის მიერ მოგერიებული პენალტი, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო...
ესპანეთთან ეს 1/4 ფინალური მატჩი დღემდე ბოლო რჩება პარაგვაისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე. გუნდმა ზედიზედ სამი მუნდიალი გამოტოვა და 16-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება უდიდეს სცენაზე.
პარაგვაის ნაკრები ფიფას რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს.
მეკარეები: რობერტო უმცროსი ფერნანდესი (სერო პორტენიო), ორლანდო ხილი (სან ლორენცო), გასტონ ოლვეირა (ოლიმპია)
მცველები: ომარ ალდერეტე (სანდერელენდი), ჟუნიორ ალონსო (ატლეტიკო მინეირო), ფაბიან ბალბუენა (გრემიო), ხუან კასერესი (დინამო მოსკოვი), ხოსე კანალე (ლანუსი), გუსტავო გომესი (პალმეირასი), ალექსანდრო მაიდანა (ტალიერესი), გუსტავო ველასკესი (სერო პორტენიო)
ნახევარმცველები: დამიან ბობადილია (სან პაულო), ანდრეს კუბასი (ვანკუვერ უაითქეფსი), მატიას გალარსა (ატლანტა იუნაიტედი), დიეგო გომესი (ბრაიტონი), მაურისიო მაგალიაესი (პალმეირასი), ბრაიან ოხედა (ორლანდო სიტი), ალეხანდრო რომერო (ალ აინი)
თავდამსხმელები: მიგელ ალმირონი (ატლანტა იუნაიტედი), ალექს არსე (რივადავია), გაბრიელ ავალოსი (ინდეპენდიენტე), გუსტავო კაბალიერო (პორტსმუთი), ხულიო ენსისო (სტრასბურგი), ისიდრო პიტა (ბრაგანტინო), ანტონიო სანაბრია (კრემონეზე), რამონ სოსა (პალმეირასი).
ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის ეს ისტორიაში მესამე მუნდიალი იქნება, თუმცა გუნდმა ტოპ-შედეგის დაფიქსირება უკვე მოასწრო. დღეისთვის მათთვის ბოლო (2002) წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთმა მე-3 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ, თურქები მსოფლიო პირველობაზე გასვლას ვერაფრით ახერხებდნენ. იქამდე ერთადერთი მონაწილეობა კი შორეულ 1954 წელს ჰქონდათ, როცა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს.
ახლა თურქეთში მაგარი თაობა წამოიზარდა: ვეტერან ჰაკან ჩალჰანოღლუს მხარს ისეთი ახალგაზრდები უმაგრებენ, როგორებიც არდა გიულერი და კენან ილდიზი არიან, ამიტომ მინიმუმ ამ ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია ვინჩენცო მონტელას გუნდს ნამდვილად ექნება.
აი, საუკეთესო შედეგის გამეორების ან გაუმჯობესების კიდევ, რა გითხრათ...
თურქეთის ნაკრებს ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილი უკავია.
მეკარეები: უღურჯან ჩაქირი (გალათასარაი), ალთაი ბაიინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), მერტ გიუნოქი (ბეშიქთაში)
მცველები: ფერდი ქადიოღლუ (ბრაიტონი), მერიჰ დემირალი (ალ აჰლი), ზეკი ჩელიქი (რომა), ოზან ქაბაქი (ჰოფენჰაიმი), მერტ მიულდური (ფენერბაჰჩე), აბდულქერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), ერენ ელმალი (გალათასარაი), ჩაღლარ სოიუნჯუ (ფენერბაჰჩე), სამეთ აქაიდინი (რიზესპორი)
ნახევარმცველები: არდა გიულერი (რეალი), ჯან უზუნი (აინტრახტი), ორკუნ ქოქჩუ (ბეშიქთაში), ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუქსექი (ფენერბაჰჩე), ქაან აიჰანი (გალათასარაი), სალიჰ ოზჯანი (ბორუსია დორტმუნდი)
თავდამსხმელები: ქენან ილდიზი (იუვენტუსი), ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ქერემ აქტურქოღლუ (ფენერბაჰჩე), იუნუს აქგიუნი (გალათასარაი), ოღუზ აიდინი (ფენერბაჰჩე), დენიზ გიული (პორტუ), ირფან ჯან ქაჰვეჯი (ფენერბაჰჩე)
ერთი შეხედვით ჯგუფით აუთსაიდერ ავსტრალიას მე-7 მუნდიალი იქნება და მარტივად არავის არაფერს დაუთმობს. 2006-დან მოყოლებული ავსტრალიელებს არცერთი მუნდიალი არ აქვთ გამოტოვებული, თუმცა საუკეთესო შედეგი მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა - ბოლო მსოფლიოზე გუნდი 1/8 ფინალში მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან დამარცხდა (1:2).
ჯგუფიდან გასვლა ავსტრალიელებმა ასევე შეძლეს 1974-სა და 2006 წლებშიც, სხვა სამი შემთხვევა კი გუნდისთვის ჯგუფში ჩარჩენით დასრულდა.
ავსტრალიის ნაკრები ფიფას რეიტინგში 27-ე ადგილზე იმყოფება.
მეკარეები: მეტიუ რაიანი (ლევანტე), პოლ იცო (რანდერსი), პატრიკ ბიჩი (მელბურნ სიტი)
მცველები: აზიზ ბეჰიჩი (მელბურნ სიტი), ჯორდან ბოსი (ფეიენოორდი), კამერონ ბერჯესი (სუონსი(, ალესანდრო ჩირკატი (პარმა), მილოშ დეგენეკი (აპოელი), ჯეისონ გერია (ნიიგატა), ლუკას ჰერინგტონი (კოლორადო რაპიდსი), ჯეიკობ იტალიანო (გრაცერი), ჰარი სუტარი (ლესტერი), კაი ტრევინი (ნიუ იორკ სიტი)
ნახევარმცველები: კემი დევლინი (ჰარტსი), აიდინ ჰრუსტიჩი (ჰერაკლესი), ჯექსონ ირვინი (ზანქტ პაული), კონორ მეტკალფი (ზანქტ პაული), პოლ ოკონ-ენგლსტერი (სიდნეი), ეიდენ ო'ნილი (ნიუ იორკ სიტი)
თავდამსხმელები: ნესტორი ირანკუნდა (უოტფორდი), მეტიუ ლეკი (მელბურნ სიტი), ავერ მაბილი (კასტელონი), მოჰამედ ტურე (ნორვიჩი), ნიშან ველუპილი (მელბურნ ვიქტორი), კრისტიან ვოლპატო (სასუოლო), ტეტე იენგი (მაჩიდა)
D ჯგუფის მატჩები:
აშშ - პარაგვაი [13.06, 05:00]
ავსტრალია - თურქეთი [14.06, 08:00]
აშშ-ავსტრალია [19.06, 23:00]
თურქეთი - პარაგვაი [20.06, 07:00]
პარაგვაი - ავსტრალია [26.06, 06:00]
თურქეთი - აშშ [26.06, 06:00]

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები

