2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
დღეს მიმოვიხილავთ C ჯგუფს, სადაც რეკორდსმენი ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი და შოტლანდია მოხვდნენ.
სელესაო მუნდიალს დიდი იმედებით ელოდება. ერთი ის, რომ ქვეყანა 24 წელია მსოფლიო ჩემპიონი არ გამხდარა და მოენატრა ეს გრძნობა, მეორე კი ის, რომ გუნდს მწვრთნელად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი ჰყავს დანიშნული, რომლის ხელმძღვანელობითაც ნებისმიერი შედეგი გამარჯვების გარდა - იმედგაცრუება იქნება.
დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა მუნდიალს მიღმა ნეიმარის შესაძლო დარჩენას, თუმცა კარლომ ტრავმირებული ნეიც კი წაიყვანა მუნდიალზე და როგორც ირკვევა, ვეტერანმა შესაძლოა ჯგუფში ერთი, ან სულაც ორი მატჩი გამოტოვოს და უფრო პლეი-ოფისთვის მომჯობინდეს.
ფიფას რეიტინგში ბრაზილიის ნაკრები მე-6 ადგილზეა.
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (ფენერბაჰჩე), ვევერტონი (გრემიო)
მცველები: ალექს სანდრო (ფლამენგო), ბრემერი (იუვენტუსი), დანილო (ფლამენგო), დუგლას სანტოსი (ზენიტი), გაბრიელ მაგალიაესი (არსენალი), იბანიესი (ალ აჰლი), ლეო პერეირა (ფლამენგო), მარკინიოსი (პსჟ), უესლი (რომა)
ნახევარმცველები: ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი), დანილო სანტოსი (ბოტაფოგო), ფაბინიო (ალ იტიჰადი), ლუკას პაკეტა (ფლამენგო)
თავდამსხმელები: ენდრიკი (ლიონი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი), ლუის ენრიკე (ზენიტი), მათეუს კუნია (მანჩესტერ იუნაიტედი), ნეიმარი (სანტოსი), რაფინია (ბარსელონა), რაიანი (ბორნმუთი), ვინისიუსი (რეალი).
წინა მუნდიალზე ფურცელზე აფრიკის თასის მოქმედი გამარჯვებული პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც ნახევარფინალი ითამაშა. თანაც, რის ფასად? 1/2 ფინალისაკენ მიმავალ გზაზე გუნდმა კრიშტიანუ რონალდუ გაუშვა სახლში.
მას შემდეგ მაროკოს ნაკრებს ბევრი რამ გადახდა - წააგეს სკანდალურად საშინაო აფრიკის თასის ფინალი, რომლის გამარჯვებულადაც 2 თვის შემდეგ გამოცხადდნენ. მუნდიალის წინ ნაკრები დატოვა წინა წარმატებების მთავარმა შემოქმედმა - მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ და ამ მუნდიალზე გუნდს მუჰამედ უაჰბი გაიყვანს, რომელიც აქამდე მაროკოს ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა.
მაროკოსთვის ეს მუნდიალზე მეშვიდე ასპარეზობა იქნება და საუკეთესო შედეგი, როგორც გითხარით, 2022 წლის ნახევარფინალი იყო.
მაროკო ფიფას რეიტინგში ბრაზილიას 1 ადგილით ჩამორჩება და მე-7 პოზიციას იკავებს.
მეკარეები: იასინ ბუნუ (ალ ჰილალი), მუნირ ელ კაჟუი (ბერკანი), ახმედ რედა თაგნაუტი (AS FAR)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ნუსაირ მაზრაუი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნაიეფ აგერდი (მარსელი), შადი რიადი (კრისტალ პალასი), ისა დიოპი (ფულემი), ზაქარია ელ უაჰდი (გენკი), ანას სალაჰ-ედინი (პსვ), იუსეფ ბელამარი (ალ აჰლი), რედუან ჰალჰალი (მეხელენი)
ნახევარმცველები: სოფიან ამრაბატი (ბეტისი), აზედინ უნაჰი (ჟირონა), ბილალ ელ ხანუსი (შტუტგარტი), ნეილ ელ აინაუი (რომა), ისმაელ საიბარი (პსვ), აიუბ ბუადი (ლილი), სამირ ელ მურაბეტი (სტრასბურგი)
თავდამსხმელები: ბრაჰიმ დიასი (რეალი), აიუბ ელ კააბი (ოლიმპიაკოსი), სუფიან რაჰიმი (ალ აინი), აბდესამად ეზალზული (ბეტისი), შემსდინ ტალბი (სანდერლენდი), იასინ ჟესიმე (სტრასბურგი), აიუბ ამაიმუნი (აინტრახტი).
შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს მუნდიალზე 8-ჯერ აქვს ნათამაშები, თუმცა ჯგუფური ეტაპი არასდროს გადაულახავს. თუმცა, ბოლო ასპარეზობა შორეულ 1998 წელში დარჩა და ბრიტანელები თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ბრუნდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე.
საკვალიფიკაციო ეტაპი გუნდმა დამაჯერებლად გაიარა და დანიასთან, საბერძნეთთან და ბელარუსთან ჯგუფში პირველ ადგილზე შეძლო გასვლა.
გუნდს 2019 წლიდან ჩელსის ყოფილი მცველი, სტივ კლარკი წვრთნის, გუნდის მთავარი იმედი და ლიდერი კი სკოტ მაკტომინეია, რომელიც ნაკრებში გამორჩეულ შედეგიანობას აჩვენებს და ცალსახა ლიდერია, რომელსაც ქვეყნის მაისურით თამაშისას განსაკუთრებული გოლეადორობა ერთვება.
შოტლანდია ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში 43-ე პოზიციაზეა.
მეკარეები: კრეიგ გორდონი (ჰარტსი), ანგუს განი (ნოტინგემი), ლიამ კელი (რეინჯერსი)
მცველები: გრანტ ჰენლი (ჰიბერნიანი), ჯეკ ჰენდრი (ალ ეტიფაქი), აარონ ჰიკი (ბრენტფორდი), დომ ჰაიამი (ვრექსემი), სკოტ მაკკენა (დინამო ზაგრები), ნეითან პატერსონი (ევერტონი), ენტონი რალსტონი (სელტიკი), ენდი რობერტსონი (ტოტენჰემი), ჯონ სუტარი (რეინჯერსი), კირან ტირნი (სელტიკი)
ნახევარმცველები: რაიან კრისტი (ბორნმუთი), ფინდლეი კერტისი (კილმარნოკი), ლუის ფერგიუსონი (ბოლონია), ტაილერ ფლეტჩერი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბენ განონ-დოაკი (ბორნმუთი), ჯონ მაკგინი (ასტონ ვილა), კენი მაკლინი (ნორვიჩი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი)
თავდამსხმელები: ჩე ადამსი (ტორინო), ლინდონ დაიკსი (ჩარლტონი), ჯორჯ ჰირსტი (იფსვიჩი), ლოურენს შენკლენდი (ჰარტსი), როს სტიუარტი (საუთჰემპტონი).
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰაიტის ნაკრებისთვის ეს მუნდიალებზე დებიუტი სულაც არ იქნება. გუნდს ერთხელ, შორეულ 1974 წელს ტურნირზე უკვე ნათამაშები აქვს, როცა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა ასპარეზობა.
თუმცა, მას შემდეგ გუნდი ტურნირზე ვეღარ ხვდებოდა და ფიფას მიერ მუნდიალის 48 გუნდამდე გაფართოებამ სულზე მოუსწრო.
ბოლო ჯგუფში ჰაიტიმ ჰონდურასთან, კოსტა რიკასთან და ნიკარაგუასთან ბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოზე 52-წლიანი პაუზის სემდეგ პირველად ითამაშებს.
ჰაიტის ნაკრები ფიფას რეიტინგში 82-ე ადგილს იკავებს.
მეკარეები: ჟოსუე დუვერჟე (კობლენცი), ალექსანდრე პიერი (სოშო), ჯონი პლასიდი (ბასტია)
მცველები: რიკარდო ადე (LDU კიტო), კარლენს არკუსი (ანჟე), ჰანეს დელკრუა (ლუგანო), ჟან-კევინ დუვერნი (გენტი), მარტინ ექსპერიენსი (ნანსი), დიუკ ლაკრუა (კოლორადო), ვილგუენს პოგენი (ვარეგემი), კიტო თერმონსი (იანგ ბოიზი)
ნახევარმცველები: კარლ ფრედ სენტე (ელ პასო), ჟან-რიკნერ ბელგარდი (ვულვზი), ლევერტონ პიერი (ვიზელა), დენლი ჟან ჟაკი (ფილადელფია), ვუდენსკი პიერი (ვიოლეტი), დომინიკ სიმონი (ტატრანი)
თავდამსხმელები: ჟოსუე კაზიმირი (ოსერი), ლუიციუს დიდსონი (დალასი), დერიკ ეტიენი უმცროსი (ტორონტო), იასინ ფორტუნე (ვიზელა), ვილსონ იზიდორი (სანდერლენდი), ლენი ჟოზეფი (ფერენცვაროში), დუკენს ნაზონი (ესტეღლალი), ფრანცდი პიერო (რიზესპორი), რუბენ პროვიდენსი (ალმერე).
ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ტური 1
ბრაზილია - მაროკო [14 ივნისი, 02:00]
ჰაიტი - შოტლანდია [14 ივნისი, 05:00]
ტური 2
შოტლანდია - მაროკო [20 ივნისი, 02:00]
ბრაზილია - ჰაიტი [20 ივნისი, 04:30]
ტური 3
შოტლანდია - ბრაზილია [25 ივნისი, 02:00]
მაროკო - ჰაიტი [25 ივნისი, 02:00].

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები

