-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ მუნდიალზე მონაწილე გუნდების განხილვას ჯგუფების მიხედვით.
ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
გავაგრძელოთ B ჯგუფით, რომელშიც ბოსნია & ჰერცეგოვინა, თანამასპინძელი კანადა, წინა მუნდიალის მასპინძელი კატარი და შვეიცარია იასპარეზებენ.
ბოსნია და ჰერცეგევონია 1930-დან 1990 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე იუგოსლავიის ნაწილად ასპარეზობდა, დამოუკიდებელ ქვეყნად კი დებიუტი 2014 წელს შედგა, როცა ჯგუფში ჩარჩა.
12 წლის შემდეგ კი ბოსნიელები მსოფლიო ჩემპიონატზე ბრუნდებიან და სადებიუტო შედეგის გაუმჯობესებას შეეცდებიან.
2014 წლის მუნდიალზე 3-3 მატჩი ასმირ ბეგოვიჩმა, მუჰამედ ბეშიჩმა, ედინ ჯეკომ, ვედად ბიშევიჩმა, მირალემ პიანიჩმა და ემირ სპაჰიჩმა ითამაშეს. თითო გოლი კი ედინ ჯეკომ, ვედად იბიშევიჩმა, მირალემ პიანიჩმა და ავდია ვრშაიევიჩმა გაიტანეს.
ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში ბოსნია და ჰერცეგოვინა 64-ე ადგილს იკავებს.
მეკარეები - ნიკოლა ვასილი (ზანქტ პაული), მლადენ იურკასი (ბორაც ბანია ლუკა), მარტინ ზლომისლიჩი (რიეკა)
მცველები - ნიჰად მუიაკიჩი (გაზიანტეპი), დენის ჰაჯიკადუნიჩი (სამპდორია), ტარიკ მუჰარემოვიჩი (სასუოლო), სეად კოლაშინაცი (ატალანტა), ამარ დედიჩი (ბენფიკა), ნიკოლა კატიჩი (შალკე), სტიეპან რადელიჩი (რიეკა), ნიდალ ჩელიკი (ლანსი)
ნახევარმცველები - ბენიამინ ტაჰიროვიჩი (ბრონდბიუ), არმინ გიგოვიჩი (იანგ ბოიზი), ივან ბაშიჩი (ასტანა), ივან შუნიჩი (პაფოსი), ამარ მემიჩი (პლზენი), ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი (ჰალი), ჯენის ბურნიჩი (კარლსრუე), ერმინ მაჰმიჩი (ლიბერეცი)
შემტევები - სამედ ბაჟდარი (იაგიელონია), ერმედინ დემიროვიჩი (შტუტგარტი), ედინ ჯეკო (შალკე), კერიმ ალაიბეგოვიჩი (ზალცბურგი), ესმირ ბაირაკტარევიჩი (პსვ), ჰარის ტაბაკოვიჩი (გლადბახი), იოვო ლუკიჩი (უნივერსიტატეა)
მწვრთნელი - სერგეი ბარბარეზი
კანადის ნაკრების დებიუტი მუნდიალზე 1986 წელს შედგა, სადაც ჯგუფში ჩარჩა. ჩრდილოამერიკელები მსოფლიოს 2022 წელს დაუბრუნდენ, სადაც ასპარეზობა ასევე ჯგუფურ ეტაპზე დაასრულეს, ახლა კი თანამასპინძლის რანგში ამ შედეგის გაუმჯობესებისთვის იბრძოლებენ.
1986 წლის ტურნირზე კანადელებს გოლი არ გაუტანიათ და შესაბამისად მატჩიც არ მოუგიათ, 2022-ში კი გუნდმა 2 გოლის გატანა მოახერხა, საიდანაც 1 ავტოგოლი იყო, 1 გოლი კი ალფონსო დევისმა მიითვალა, თუმცა გუნდმა სამივე თამაში წააგო.
ამჟამად კანადელები ფიფას რეიტინგში 30-ე ადგილზე არიან.
მეკარეები - დეინ სენტ კლერი (ინტერ მაიამი), მაქსიმ კრეპო (ორლანდო სიტი), ოუენ გუდმენი (ბარნსლი)
მცველები - ალისტეირ ჯონსტონი (სლეტიკი), ალფი ჯონსი (მიდლსბრო), ლუკ დე ფუგეროლი (დენდერი), ჯოელ უოტერმანი (ჩიკაგო ფაიარი), დერეკ კორნელიუსი (რეინჯერსი), მოისე ბომბიტო (ნიცა), ალფონსო დევისი (ბაიერნი), რიჩი ლარია (ტორონტო), ნიკო სიგური (ჰაიდუკი)
ნახევარმცველები - მატიე შოინიე (LAFC), სტივენ ოსტაკიო (LAFC), ისმაელ კონე (სასუოლო), ლიამ მილარი (ჰალი), ჯეიკობ შაფელბერგი (LAFC), ჯონათან ოსორიო (ტორონტო), ნათან სალიბა (ანდერლეხტი)
შემტევები - კაილ ლარინი (საუთჰემპტონი), ჯონათან დევიდი (იუვენტუსი), ტანი ოლუვასეი (ვილიარეალი), ტეიჯონ ბუკანანი (ვილიარეალი), ალი აჰმედი (ნორვიჩი), პრომის დევიდი (უნიონ სენ-ჟილი)
მწვრთნელი - ჯესი მარში
კატარი სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე 2022 წელს მასპინძლის რანგში წარსდგა და სამივე მატჩის წაგებით ჯგუფში ჩარჩა. კატარელთა ერთადერთი გოლი მოჰამედ მუნტარიმ სენეგალს გაუტანა.
კატარის ნაკრები ფიფას რეიტინგში 55-ე ადგილს იკავებს.
მეკარეები - მაჰმუდ აბუნადა (ალ რაიანი), სალაჰ ზაქარია (ალ დუჰაილი), მეშაალ ბარშამი (ალ სადი)
მცველები - პედრო მიგელი (ალ სადი), ლუკას მენდესი (ალ ვაქრა), ისა ლაიე (ალ არაბი), ჯასემ გაბერი (ალ რაიანი), აიუბ ალ უი (ალ გარაფა), ჰომამ აჰმედი (ლეონესა), ბუალემ ხუხი (ალ სადი), სულთან ალ ბრაქე (ალ დუჰაილი), ალ ჰაშმი ალ ჰუსაინი (ალ არაბი)
ნახევარმცველები - ადულაზიზ ჰატემი (ალ რაიანი), კარიმ ბუდიაფი (ალ დუჰაილი), აჰმედ ალ განეჰი (ალ გარაფა), აჰმედ ფათი (ალ არაბი), ასიმ მადიბო (ალ ვაქრა)
შემტევები - აჰმედ ალააელდინი (ალ რაიანი), ედმილსონ ჟუნიორი (ალ დუჰაილი), მოჰამედ მუნტარი (ალ გარაფა), ჰასან ალ ჰაიდოსი (ალ სადი), აქრამ აფიფი (ალ სადი), იუსუფ აბდურისაგი (ალ ვაქრა), ალმოეზ ალი (ალ დუჰაილი), ტაჰსინ ჰამშიდი (ალ დუჰაილი), მოჰამედ მანაი (ალ შამალი)
მწვრთნელი - ხულენ ლოპეტეგი
შვეიცარიის ნაკრები ისტორიაში მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მათი დებიუტი ტურნირზე 1934 წელს შედგა.
შვეიცარიელების საუკეთესო შედეგი მუნდიალებზე მეოთხედფინალია, რომელსაც 1934, 1938 და 1954 წლებში მიაღწიეს. 1954 წელს ისინი მასპინძლებიც იყვნენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 14 მატჩი ჯერდან შაჩირის აქვს ჩატარებული რომელმაც 4 ტურნირზე მოახერხა თამაში, მის მსგავსად 4 მუნდიალზე მიიღო მონაწილეობა ვალონ ბეჰრამიმაც.
წელს კი თავის მე-4 მსოფლიოზე რიკარდო როდგრიგესი და გრანიტ ჯაკაც ითამაშებენ, რომლებიც 3-3 მატჩის ჩატარების შემთხვევაში შაჩირის რეკორდსაც მოხსნიან.
შვეიცარიელთა მხრიდან ყველაზე მეტი გოლი იოსეფ ჰიუგის აქვს გატანილი, რომელმაც 1954 წლის ტურნირზე 6 ბურთი მიითვალა.
შვეიცარიის ნაკრები ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში მე-19 ადგილზეა.
მეკარეები - გრეგორ კობელი (დორტმუნდი), ივონ მვოგო (ლორიენი), მარვინ კელერი (იანგ ბოიზი)
მცველები - მირო მუჰეიმი (ჰამბურგი), სილვან ვიდმერი (მაინცი), ნიკო ელვედი (გლადბახი), მანუელ აკანჯი (ინტერი), რიკარდო როდრიგესი (ბეტისი), ერაი ჯიომერტი (ვალენსია), ორელ ამენდა (აინტრახტი), ლუკა ხაკესი (შტუტგარტი)
ნახევარმცველები - დენის ზაქარია (მონაკო), რემო ფროილერი (ბოლონია), იოჰან მანზამბი (ფრაიბურგი), გრანიტ ჯაკა (სანდერლენდი), არდონ იაშარი (მილანი), ჯიბრილ სოუ (სევილია), მიშელ ებიშერი (პიზა), ფაბიან რიდერი (აუგსბურგი)
შემტევები - ბრეელ ემბოლო (რენი), დენ ნდოიე (ნოტინგემი), კრისტიან ფასნახტი (იანგ ბოიზი), რუბენ ვარგასი (სევილია), ნოა ოკაფორი (ლიდსი), ზექი ამდუნი (ბარნლი), სედრიკ იტენი (დიუსელდორფი)
მწვრთნელი - მურათ იაქინი
ტური 1
კანადა - ბოსნია და ჰერცეგოვინა (12 ივნისი, 23:00)
კატარი - შვეიცარია (13 ივნისი, 23:00)
ტური 2
შვეიცარია - ბოსნია და ჰერცეგოვინა (18 ივნისი, 23:00)
კანადა - კატარი (19 ივნისი, 02:00)
ტური 3
ბოსნია და ჰერცეგოვინა - კატარი (24 ივნისი, 23:00)
შვეიცარია - კანადა (24 ივნისი, 23:00)

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

