• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
აგირე წავიდა - მექსიკის ნაკრებს ლეგენდა გაწვრთნის
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

აგირე წავიდა - მექსიკის ნაკრებს ლეგენდა გაწვრთნის

08 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად რაფაელ მარკესი დანიშნა.


მარკესი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს მას შემდეგ დაიკავებს, რაც ხავიერ აგირეს სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და უშუალოდ მონაწილეობდა გუნდის მომზადებაში, შეჯიბრებებსა და იმ ნაკრების განვითარებაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.


როგორც ფეხბურთელმა, რაფაელ მარკესმა მექსიკური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერა შექმნა.


მექსიკის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მან 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, 1999 წელს კონფედერაციების თასი მოიგო, ხოლო 2003 და 2011 წლებში CONCACAF-ის ოქროს თასის გამარჯვებული გახდა.


საკლუბო დონეზე მას წარმატებული კარიერა ჰქონდა მონაკოში, ბარსელონაში, ნიუ-იორკ რედ ბულსსა და ჰელას ვერონაში.


მან სამწვრთნელო კარიერა თავდაპირველად რეალ ალკალას ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყო, მოგვიანებით კი ბარსა ატლეტიკს ჩაუდგა სათავეში.


ამის შემდეგ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, ხავიერ აგირეს სამწვრთნელო შტაბს ასისტენტის რანგში შეუერთდა.


მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის მესამე პერიოდში ხავიერ აგირე გუნდს 37 მატჩში გაუძღვა.


მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 22 შეხვედრა მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 6-ში დამარცხდა, გაიტანა 59 და გაუშვა 28 გოლი.


აგირეს ხელმძღვანელობით მექსიკამ 2024/25 წლების CONCACAF-ის ერთა ლიგა და 2025 წლის ოქროს თასი მოიგო.


2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფური ეტაპი იდეალური შედეგით დაასრულა - 3 გამარჯვება მოიპოვა და 9ქულა დააგროვა. გუნდი მერვედფინალში გავიდა და ტურნირს ინგლისთან მარცხით გამოეთიშა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

mexico
რაფა მარკესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნამდვილი ომი აცტეკაზე - ინგლისმა ბეწვის ხიდზე გაიარა და 1/4 ფინალში გავიდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნამდვილი ომი აცტეკაზე - ინგლისმა ბეწვის ხიდზე გაიარა და 1/4 ფინალში გავიდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ოჩოამ კარიერა დაასრულა - ლეგენდის გამოსამშვიდობებელი სიტყვები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ოჩოამ კარიერა დაასრულა - ლეგენდის გამოსამშვიდობებელი სიტყვები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

განხეთქილება ჩრდილოეთ ამერიკაში - მექსიკა აშშ-სა და კანადას უპირისპირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

განხეთქილება ჩრდილოეთ ამერიკაში - მექსიკა აშშ-სა და კანადას უპირისპირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

06 ივლ, 2026

ნამდვილი ომი აცტეკაზე - ინგლისმა ბეწვის ხიდზე გაიარა და 1/4 ფინალში გავიდა

News image

22 ივლ, 2026

ოჩოამ კარიერა დაასრულა - ლეგენდის გამოსამშვიდობებელი სიტყვები

News image

07 აგვ, 2026

განხეთქილება ჩრდილოეთ ამერიკაში - მექსიკა აშშ-სა და კანადას უპირისპირდება

News image

11 აგვ, 2026

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება