• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ნამდვილი ომი აცტეკაზე - ინგლისმა ბეწვის ხიდზე გაიარა და 1/4 ფინალში გავიდა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ნამდვილი ომი აცტეკაზე - ინგლისმა ბეწვის ხიდზე გაიარა და 1/4 ფინალში გავიდა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისმა აცტეკაზე ომი გამოიარა.


მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ 1/8 ფინალში ინგლისმა თანამასპინძელი მექსიკა ლეგენდარულ აცტეკაზე 3:2 დაამარცხა.


ამ შეხვედრაში სამ ლომს ნამდვილი ომის გამოვლა მოუწია - თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა 36 და 38-ე წუთებზე ჯუდ ბელინგემმა მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დუბლი შეასრულა და მოულოდნელი ანგარიში 2:0 დააფიქსირა, რომელიც ტაბლოზე დიდხანს არ შენარჩუნებულა - მექსიკელთა მთავარმა მეგოლემ კინიონესმა ერთი ბურთი ოთხ წუთში გაქვითა და მექსიკა თამაშში დააბრუნა.


შესვენების შემდეგ ინგლისის მდგომარეობა წითელმა ბარათმა დაამძიმა, რომელიც ჯარელ ქუანსამ უხეშობისთვის 54-ე წუთზე მიიღო. მიუხედავად კაცნაკლულად დარჩენისა, ენტონი გორდონის დამსახურებით ინგლისმა მალევე პენალტი მოიპოვა, რომელიც ჰარი კეინმა შეაგდო და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.


69-ე წუთზე ჰარი კეინმა თავის საჯარიმოში უყურადღებოდ ითამაშა და პენალტი ამჯერად მექსიკელთა სასარგებლოდ დაინიშნა, რომელიც რაულ ხიმენესმა შეაგდო და მექსიკა თამაშში კიდევ ერთხელ დააბრუნა.


დარჩენილ დროში ინგლისის ნაკრები გაძლებაზე იყო გადასული და ურთულეს პირობებში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მყოფ სტადიონზე 10 კაცით უწევდა თავის დაცვა. 


საბოლოოდ, ტუხელის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და მექსიკას აცტეკაზე გამართულ 90-ე მატჩში მხოლოდ და მხოლოდ მე-3 მარცხი აგემა. სამი ლომი პირველი ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც მექსიკა ამ ლეგენდარულ სტადიონზე დაამარცხა.


ინგლისი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიის გამომგდებ ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც აღნიშნულ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

england
ჰარი კეინი
ჯუდ ბელინგემი
mexico
მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კრიშტიანუმ დაადასტურა: „ეს ჩემი ბოლო მუნდიალია"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კრიშტიანუმ დაადასტურა: „ეს ჩემი ბოლო მუნდიალია"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეუჩერებელი ჰალანდი - ბრაზილიის ევროპული წყევლა გრძელდება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეუჩერებელი ჰალანდი - ბრაზილიის ევროპული წყევლა გრძელდება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რომელ საათზე დაიწყება მექსიკა-ინგლისი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რომელ საათზე დაიწყება მექსიკა-ინგლისი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

16 სთ წინ

ისტორიული 4 ივლისი - საფეხბურთო ზეიმი ფილადელფიაში

News image

10 სთ წინ

კრიშტიანუმ დაადასტურა: „ეს ჩემი ბოლო მუნდიალია"

News image

8 სთ წინ

შეუჩერებელი ჰალანდი - ბრაზილიის ევროპული წყევლა გრძელდება

News image

7 სთ წინ

რომელ საათზე დაიწყება მექსიკა-ინგლისი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება