ჩეფერინმა ბრიტანულ პოდკასტ The Rest is Politics-ში გაკეთებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ 2027 წლის მარტში დაგეგმილ FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
უეფას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატურის დაყენებით არ ინტერესდება და ის თავის ამჟამინდელ პოზიციაზე მუშაობით სრულად კმაყოფილია.
ინტვიუში ჩეფერინმა მკაცრად გააკრიტიკა ინფანტინო და განაცხადა, რომ მისი წარუმატებელი გეგმები სუპერლიგაზე უარესიც კი იყო. უეფას ხელმძღვანელის თქმით, ინფანტინოს წინაშე ახლა მხოლოდ ორი გზა არსებობს:
ის ან მიხვდება, რომ არ აქვს საჭირო მხარდაჭერა და აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ დამფინანსებლების პოლიტიკურ მხარდაჭერას, არამედ საფეხბურთო საზოგადოების, გულშემატკივრების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან ზურგის გამაგრებას, ან წავა მარტის არჩევნებზე, სადაც, ვფიქრობ, ჰყავს კიდეც მოწინააღმდეგე კანდიდატი, თუმცა ჯერ არ ვიცი ვინ იქნება ის.
ჩეფერინის თქმით, ერთადერთი ალტერნატივა ინფანტინოსთვის თანამდებობიდან გადადგომაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას მარტის კონგრესზე ღია ოპოზიციასთან გამკლავება მოუწევს.